ქართული ენის ოლიმპიადის I ტურის სტატისტიკა

სუპერ თაობის სეზონზე კინგსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ერთგვარი გამოწვევაა თქვენი დახმარებით გავაუმჯობესოთ განათლების დონე მონაწილეთა საოლიმპიადე შედეგების გაზრდით. 

საოლიმპიადე ტესტები დაყოფილი იყო 4 ძირითად კომპონენტად, რისი დახმარებითაც საშუალება მოგვეცა გაგვეანალიზებინა თუ რომელ კომპონენტში არიან უფრო ძლიერები ესათუის მოსწავლეები და რომელში შედარებით სუსტები. 

გთავაზობთ ოლიმპიადაზე გამოყენებულ ტესტებს კლასების მიხედვით:

მე-2 კლასი

მე-3 კლასი

მე-4 კლასი

მე-5 კლასი

მე-6 კლასი

მე-7 კლასი

მე-8 კლასი

მე-9 კლასი

მე-10 კლასი 

მე-11-12 კლასები

საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით ტესტების სტატისტიკური ანალიზი, რითაც განვსაზღვრეთ თითოეული საკითხის სისრთულის პროცენტულობა. რაც უფრო მაღალია პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტად გაუჭირდათ ოლიმპიადის მონაწილეებს მითითებული საკითხის დაძლევა.

იხილეთ ამოცანების სირთულის სტატისტიკა, თუ რამდენად რთული იყო მოსწავლეთათვის თითოეული სავარჯიშო და რამდენმა დაძლია ის წარმატებით:

 

   ამოცანების სირთულის ანალიზი

 

ტესტის სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით თითოეული მონაწილისთვის შეიქმნა მასზე ინდივიდუალურად მორგებული ონლაინ მოსამზადებელი მასალა, რომელიც დაეხმარება მათ ფინალურ ტურზე შედეგის გაუმჯობესებაში.


თუ ხარ ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილე, მაშინ ეწვიე შენს პირად პროფილს, შედეგების გვერდიდან იხილე ანალიზი და შეასრულე მოსამზადებელი ტესტი, რათა ფინალურ ტურზე მოხვიდე მომზადებული!

გისურვებთ წარმატებას!