გაზაფხულის სეზონზე „კინგსი“ პედაგოგებისთვის ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგების წახალისებასა და მათ მხარდაჭერას.
პროექტში ჩართული პედაგოგები, რომლებიც დააკმაყოფილებენ დაწესებულ კრიტერიუმებს, კინგსისგან მიიღებენ შესაბამის საჩუქრებს:
- თუ პედოგოგის, სულ მცირე, 5 მოსწავლე კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში იასპარეზებს, იგი ავტომატურად კინგსის გამომცემლობის გამომწერი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი სრულიად უფასოდ მიიღებს პედაგოგებისთვის გამოცემულ სახელმძღვანელოებსა და ტესტების კრებულებს.
- პროექტის ფარგლებში გაიმართება კონკურსი და გამარჯვებული პედაგოგები კინგსისგან საჩუქრად მიიღებენ 3 დღიან დასასვენებელ საგზურს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ,,ანაკლიაში”.
კონკურსის გამარჯვებული პედაგოგების გამოვლენის კრიტერიუმები
ქართული ენის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება პედაგოგების რეიტინგული სია.
- რეიტინგი დგება ქართული ენის ოლიმპიდის ფინალური ტურის მონაწილეებიდან 5 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლის ქულების დაჯამებით.
- გამარჯვებულის სტატუსს მიიღებს რეიტინგული სიის პირველი 7 პედაგოგი და ასევე, თითოეული ქალაქის (33 ქალაქი, სადაც ოლიმპიადა ტარდება) საუკეთესო პედაგოგი.
- პროექტის ფარგლებში ანაკლიის საგზური ჯამში 40 საუკეთესო პედაგოგს გადაეცემა.
კონკურსში ჩართვის პირობები
კონკურსში ჩასართავად პედაგოგმა სმს შეტყობინება უნდა გამოაგზავნოს
ნომერზე: 593539563
ტექსტით: პედაგოგის სახელი/გვარი, ქალაქი და სკოლა.
ქართული ენის ოლიმპიადაზე მოსწავლეების რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.kings2018.ge
ოლიმპიადის I ტური 6 მაისს ჩატარდება!
გისურვებთ წარმატებას!