ინგლისური ენის ოლიმპიადა ჩატარდა

2018 წლის სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადით წარმატებით გაიხსნა

კინგსმა ახალი სეზონი სიახლით დაიწყო, ეს არის მარათონი, რომელიც აერთიანებს სამ მნიშნელოვან და ერთმანეთთან დაკავშირებულ საფეხურს, რაც სწავლების პროცესის თანამედროვე ტენდენციებს ეფუძნება.

ეს სამი საფეხური შემდეგია:

ონლაინ სასწავლო პლატფორმა, სივრცე სადაც 12 000 ტესტის მეშვეობით მოსწავლე პრაქტიკულად ემზადება მისი ცოდნის დონის შესაბამისად. პლატფორმა ინოვაციური მიდგომაა, რომელიც პერსონალური განათლების მეთოდს ეფუძნება.  ის თამაშის ელემენტებითაა შექმნილი, რაც მოსწავლის სწავლის პროცესს მეტ ხალისსა და მრავალფეროვნებას სძენს. პლატფორმა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას განავითაროს  ცოდნა და უნარები, უკეთ მოემზადოს სკოლის გაკვეთილებისთვის და ოლიმპიადისთვის 3 საგანში: ინგლისურ ენა, ქართულ ენა და მათემატიკა. 

საგნობრივი ოლიმპიადა,  სივრცე, სადაც ყველა კინგსელი ერთიანდება ცოდნის შესამოწმებლად და გამოცდილების მისაღებად.

ოლიმპო, ელექტრონული დაფა, სივრცე, სადაც მოსწავლე ოლიმპიადისა და პლატფორმის ქულებით, წარმატებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიაში კუთვნილ ადგილს იკავებს სკოლის, ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით.

25 მარტს, ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტურით, ახალი სეზონი გაიხსნა. ოლიმპიადა, რომელიც ფიზიკურ სივრცეში მიმდინარეობს, საქართველოს 33 ქალაქში წარმატებით ჩატარდა.

ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, რომელიც წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე ანუ ოლიმპოზე მოხვედრას ადასტურებს.

 ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტურის შედეგები გამოქვეყნდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.