29 ნოემბერს მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის მათემატიკის I უფასო ტური ჩატარდება. ოლიმპიადას 30 ქალაქი უმასპინძლებს.
ტესტის ფორმატი
ნებისმიერი კლასის მოსწავლეს ოლიმპიადის დასაწერად აქვს ზუსტად 1 საათი (60 წუთი).
ტესტი არის 50 ქულიანი და ფინალში გამსვლელი ქულაა 35. + 15 ქულა ბონუსი
ოლიმპიადის საკითხების სირთულე კლასიდან კლასამდე განსხვავდება და მიჰყვება სასკოლო პროგრამას.
რა არის ბონუს სავარჯიშო?
ბონუს სავარჯიშო არის 5 საკითხისგან შემდგარი 15 ქულიანი სავარჯიშოა, რომელიც მოსწავლეს ტესტის ბოლოს ტესტის ფურცელზე ხვდება.
ბონუსის დაწერით მოსწავლე დამატებით ქულებს აგროვებს. მაგალითად: ირაკლიმ 50 ქულიან ტესტში დაუშვა შეცდომები და 50-დან 45 ქულა დააგროვა. 15 ქულიანი ბონუსიდან 5 ქულაც რომ დააგროვოს, ირაკლის ქულა უკვე 45 + 5 (ბონუსი) = 50 ქულა გახდება.
ამრიგად, ბონუს სავარჯიშო კარგი შესაძლებლობაა მოსწავლემ აანაზღაუროს დაშვებული შეცდომები.
ტესტის ფურცელი და პასუხების ფურცელი
მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ოლიმპიადის დღეს ორი ტიპის ფურცელი ხვდებათ:
ტესტის ფურცელი - მოსწავლის საკუთრება ხდება. მასში მოცემულია დავალებები. ტესტის ფურცელზე შესაძლებელია გახაზვა, გაფერადება, ჩანაწერების გაკეთება და ა.შ. ის სრულად მოსწავლის განკარგულებაშია.
პასუხის ფურცელი - კინგსის საკუთრებაა. პასუხის ფურცელი საბოლოო პასუხების დასაფიქსირებლად გამოიყენება. მასში უნდა ჩავწეროთ პირადი ინფორმაცია და გავაფერადოთ ის პასუხები, რომლებიც გვგონია სწორი. მაგ: პირველი საკითხის გასწვრივ ვხედავთ გასაფერადებელ უჯრებს: A, B, C - გვგონია, რომ სწორი პასუხი არის B, შესაბამისად ვაფერადებთ B-ს.
ჩატარების ადგილზე დამკვირვებლები ყველა მოსწავლეს აუხსნიან პასუხის ფურცლის შევსების ინსტრუქციას. ამიტომ პასუხის ფურცლის შევსება რთული პროცესი არ იქნება.
სავარჯიშო ტესტი პასუხის ფურცლის ნიმუშით იხილეთ ბმულზე: სავარჯიშო ტური
როგორ მოვემზადოთ ოლიმპიადისათვის?
მე-2-დან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დამატებით, სრულიად უფასოდ, გავამზადეთ ტესტების მიმოხილვა, რომლის ნახვაც ამ ბმულზეა შესაძლებელი: მიმოხილვა
დამატებით სამეცადინოდ შესაძლებელია ფასიანი მოსამზადებელი ტესტების შეძენა, რომელიც მოსწავლის პირად პროფილში „მოსამზადებელი ტესტები" სექციაშია და არის საოლიმპიადო ტესტების მსგავსი.
რის წამოღება შეიძლება და რის არა?
✅ წყალი
✅ საკუთარი კალამი (არა ტუშიანი)
✅ ტელეფონი/გაჯეტები - მხოლოდ გამორთულ მდგომარეობაში
🚫 ტუშიანი კალამი
🚫 კორექტორი პასუხის ფურცელზე
🚫 ჩართული ტელეფონი/გაჯეტი
ჩატარების მისამართი და განრიგი იხილეთ ბმულზე: ბმული
შეგახსენებთ, თუკი მოსწავლეს ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე: რეგისტრაცია
კინგსის გუნდი გელოდებათ 29 ნოემბერს და გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას