როგორ გავაუმჯობესოთ შვილის შედეგები სწავლაში: 3 რჩევა მშობლებს

1. ცოტ-ცოტა, მაგრამ რეგულარულად

დღეში 10–15 წუთი ვარჯიში ერთ ხანგრძლივ მომზადებაზე მეტ შედეგს იძლევა.

2. ასწავლეთ ბავშვს, დავალება ბოლომდე წაიკითხოს
ბევრი შეცდომის მიზეზი ხშირად ისაა, რომ ბავშვი პირობას ბოლომდე არ კითხულობს.

3. შეცდომა გაარჩიეთ, არ გაკიცხოთ
როცა ბავშვი ხედავს, რატომ შეცდა, იმავე შეცდომას აღარ იმეორებს. შეაქეთ მისი მცდელობა, არა მხოლოდ ქულა.

როგორ ეხმარება ბავშვს შედეგების გაუმჯობესებაში ოლიმპიადა?
კინგსის ოლიმპიადა ყველა მოსწავლისთვისაა, არა მხოლოდ „ფრიადოსნებისთვის“. ის ბავშვს აძლევს მიზანს, თუ რისთვის მოემზადოს, აჩვევს დამოუკიდებლად მუშაობას და აჩვენებს საკუთარ პროგრესს ტურიდან ტურამდე.

მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადაზე პასუხის დაფიქსირებისას ორი მნიშვნელოვანი უნარი ერთად ვითარდება: ბავშვმა სწორი პასუხი უნდა ამოიცნოს და მკაფიოდ დააფიქსიროს. 

ვინაიდან II–III კლასის მოსწავლეებისათვის ეს ახალი გამოცდილებაა, განსაკუთრებით და სპეციალურად მათთვის მოვამზადეთ უფასო სავარჯიშო ტესტი პასუხის ფურცლით და სკოლებში გამოვგზავნეთ. ტესტები კლასის შესაბამისი ბმულიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ:

📎 სავარჯიშო ტესტები და პასუხების ფურცლები ქართულ ენაში
: II · III · IV · V · VI · VII · VIII · IX · X · XI–XII კლასი


📎 სავარჯიშო ტესტები და პასუხების ფურცლები მათემატიკაში
: II · III · IV · V · VI · VII · VIII · IX · X · XI–XII კლასი


სავარჯიშო ტესტის შესრულების შემდეგ, მოსწავლე სკოლაში ან  სახლში მშვიდად ივარჯიშებს და ოლიმპიადაზე თამამად მოვა. 

ამრიგად, სულ რომ ოლიმპიადაზე არ მიიღოთ მონაწილეობა, ეს ფურცელი მაინც დაეხმარება მოსწავლეს ტესტთან და პასუხებთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც არაერთ საკლასო აქტივობაში გამოადგება.

საიდან დავიწყოთ?

  1. ამობეჭდეთ სავარჯიშო ტესტი და პასუხების ფურცელი. II–III კლასელებს ტესტი სკოლაშიც გამოვუგზავნეთ.

  2. ივარჯიშეთ სახლში/ კლასში.

ბონუსი: +10 ⭐

გარდა იმისა, რომ სავარჯიშო ტესტითა და პასუხის ფურცლით შეგიძლიათ მოემზადოთ, თუკი პასუხებს მოსწავლის პირად პროფილში, „მისია №4“-ში შეიყვანეთ საჩუქრად ვარსკვლავებს მიიღებთ.

ყოველი სწორი პასუხი 1 ვარსკვლავია, თითოეულ კითხვას კი განმარტება ახლავს.

ჯერ არ გაქვთ პროფილი? დარეგისტრირდით კინგსის ოლიმპიადებზე: რეგისტრაცია

გელოდებით I უფასო ტურზე და გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას! 

8 ნოემბერი: ქართული ენა;

22 ნოემბერი: მათემატიკა.