ქართული ენის I უფასო ტურის ტესტების მიმოხილვა

კინგსის 2026 წლის შემოდგომის სეზონის მშობლიური (ქართული) ენის ოლიმპიადის I უფასო ტური მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის 8 ნოემბერს, ფიზიკურ სივრცეში გაიმართება.

ტურისთვის უკეთ მოსამზადებლად გთავაზობთ თითოეული კლასის ტესტის მიმოხილვას. მიმოხილვაში ნახავთ ტესტის სტრუქტურას, სავარჯიშოების ტიპებსა და ქულებს, ასევე თითოეული სავარჯიშოს ამოხსნილ მაგალითს.

📄 I ტურის ტესტების მიმოხილვა:

[მე-2 კლასის მიმოხილვა]

[მე-3 კლასის მიმოხილვა]

[მე-4 კლასის მიმოხილვა]

[მე-5 კლასის მიმოხილვა]

[მე-6 კლასის მიმოხილვა]

[მე-7 კლასის მიმოხილვა]

[მე-8 კლასის მიმოხილვა]

[მე-9 კლასის მიმოხილვა]

[მე-10 კლასის მიმოხილვა]

[მე-11-12 კლასების მიმოხილვა]

სრული ტესტის დასაწერად , ისარგებლეთ I ტურის მოსამზადებელი კურსით: ბმული

მოსამზადებელი კურსის უპირატესობები: 

✅ ოლიმპიადის სტრუქტურის იდენტური სტრუქტურა - მოსწავლე მეცადინეობს ოლიმპიადის მსგავს საკითხებში;

✅ შედეგების გადახედვა - ტესტის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გადახედოს ტესტს და გაიგოს რა შეეშალა; 

✅ დროის მთვლელი - ტესტებს აქვს დროის მთვლელი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ისწავლოს დროის მართვა;


თუ ჯერ არ გაგივლიათ რეგისტრაცია ეწვიეთ ბმულს: რეგისტრაცია


📋 ტესტის სტრუქტურა მოკლედ:


• მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით: 30 შეკითხვა (100 ქულა) + 5 ბონუს შეკითხვა (25 ქულა)

• მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით: 35 შეკითხვა (100 ქულა) + 5 ბონუს შეკითხვა (25 ქულა)


ყველა შეკითხვა დახურული ტიპისაა: სამი სავარაუდო პასუხიდან (ა, ბ, გ) სწორია მხოლოდ ერთი. ბონუს ქულებით მოსწავლეს შეუძლია ტესტში დაშვებული შეცდომები აანაზღაუროს.


🕒 I ტურის განრიგი - 8 ნოემბერი:


🔵 10:00 - მე-5, მე-7 და მე-8 კლასები

🟣 12:00 - მე-2 და მე-6 კლასები

🟡 14:00 - მე-4 და მე-9 კლასები

🔴 16:00 - მე-3, მე-10 და მე-11-12 კლასები


I უფასო ტურის ჩატარების მისამართები შემდეგია:


აბაშა - I საჯარო სკოლა, ჯორჯიკიას ქ. 12

ახალციხე - I საჯარო სკოლა, მიქუტიშვილის ქ. 2

ახალქალაქი - ახალქალაქის უნივერსიტეტი, აღმაშენებლის ქ. 119

ბათუმი - პროგრესი, შამილაძის ქ. 30

ბოლნისი - V საჯარო სკოლა, დავით აღმაშენებლის ქ. 86

გარდაბანი - I საჯარო სკოლა, აღმაშენებლის ქ. 24

გორი - ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა, ცხინვალის გზატკეცილი №9

გურჯაანი - ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება“, ნონეშვილის გამზირი 2

ზესტაფონი - კერძო სკოლა „ანაბასისი“, ფარნავაზის ქ. 4ა

ზუგდიდი - IV საჯარო სკოლა, ც. დადიანის ქ. 8

თელავი - V საჯარო სკოლა, კვირიკე დიდის ქ. 43

კასპი - კასპის პროფესიული კოლეჯი, აღმაშენებლის ქ. 168ვ

ლაგოდეხი - „ჩემი ევროპული სკოლა“, 9 აპრილის ქ. 42

მარნეული - VI საჯარო სკოლა, ნიკოლოზ მუსხელიშვილის ქ. 1

ოზურგეთი - I საჯარო სკოლა, ნინოშვილის ქ. 7

რუსთავი - XXI საჯარო სკოლა, მესხიშვილის II გასასვლელი 3

საგარეჯო - IV საჯარო სკოლა, კოსტავას ქ. 1

სამტრედია - II საჯარო სკოლა, ნიკოლაძის ქ. 54

სენაკი - სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმი, რუსთაველის ქ. 198

ფოთი - II საჯარო სკოლა, ნინო ჟვანიას ქ. 7

ქობულეთი - V საჯარო სკოლა, თხილაიშვილის ქ. 42ა

ქუთაისი - 41-ე საჯარო სკოლა, რუსთაველის გამზირი 127

ჩხოროწყუ - II საჯარო სკოლა, გობეჩიას ქ. 3

წალენჯიხა - II საჯარო სკოლა, ზვიად გამსახურდიას ქ. 1

ჭიათურა - I საჯარო სკოლა, ნინოშვილის ქ. 50

ხაშური - III საჯარო სკოლა, რუსთაველის ქ. 50

ხობი - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონის საჯარო სკოლა

ხონი - III საჯარო სკოლა, შამათავას ქ. 16

თბილისი:

  1. 🔷 თბილისი (პარტნიორი სკოლები) - თბილისის # 136, 159, 160, 173 სკოლები კინგსის პარტნიორი სკოლებია. ამ სკოლებში მხოლოდ ამ სკოლის მოსწავლეები დაწერენ I ტურს.
    🔷 თბილისი (ვაკე-საბურთალოს და ძველი თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის, სკოლების ჩამონათვალი ) - 122-ე საჯარო სკოლა, პეტრე ქავთარაძის ქ. 42
    🔷 მცხეთისა და დუშეთის სკოლების მოსწავლეები I ტურს დაწერენ თბილისში, 122-ე საჯარო სკოლაში, პეტრე ქავთარაძის ქ. 42
    🔷 თბილისი (ისანი-სამგორის სკოლების მოსწავლეებისთვის, სკოლების ჩამონათვალი) - კერძო სკოლა მოძღვარი, პეტრე და იოსებ ოცხელების ქ. 12 
  2. 🔷 თბილისი (დიდი დიღმის, დიღმის მასივის, გლდანის, თემქის, მუხიანის სკოლების მოსწავლეებისთვის, სკოლების ჩამონათვალი) - 140-ე საჯარო სკოლა (დიღომი, დიღმის მასივი, კვ. 5)
  3. 🔷 თბილისი (გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის სკოლების მოსწავლეებისთვის, სკოლების ჩამონათვალი) - ტექნიკური უნივერსიტეტი, XI სასწავლო კორპუსი, გურამიშვილის N17.
თუ ჯერ არ გაგივლიათ რეგისტრაცია ეწვიეთ ბმულს: რეგისტრაცია