დიდი სიახლე: კინგსში ვარსკვლავების სეზონი დაიწყო!

ძვირფასო კინგსელებო და მშობლებო,

სიხარულით გაცნობებთ, რომ 2026 წლის შემოდგომის სეზონიდან კინგსში ამოქმედდა ვარსკვლავების სისტემა, რომლის მიხედვითაც მოსწავლის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მეტად დაფასებულია.

რეგისტრაცია, პირველი ტურისთვის მომზადება, მონაწილეობა, შედეგის ნახვა და სხვა მრავალი აქტივობა კინგსელის პროფილში ვარსკვლავთმრიცხველზე აღირიცხება.



რა არის ვარსკვლავი?

ვარსკვლავი მოსწავლის აქტიურობის პატარა, მაგრამ ბრწყინვალე სიმბოლოა. დაგროვილი ვარსკვლავების გაცვლა შესაძლებელი იქნება შემდეგ საჩუქრებში:

  • ციფრული (როგორიცაა პროფილის გვირგვინი თუ ფონი, ბეჯები) 

  • მატერიალური   (როგორიცაა კალამი, ბლოკნოტი, კინგსის მაისური, ზურგჩანთა, ტექნიკა თუ ფასდაკლებები)


პრინციპი მარტივია: რაც მეტ ნაბიჯს გადადგამ, მით მეტი ვარსკვლავი და მით მეტი სიურპრიზი დაგხვდება წინ.


რა არის მისია?

გარდა ოლიმპიადებსა და კინგსის სხვა პროექტებში აქტიურობისა, მალე დაემატება მისიების სექციაც - პატარა, სახალისო გამოწვევების სერია, რომელთა შესრულებითაც დამატებით ვარსკვლავებს დააგროვებ.

მაგალითად: მიღწევის გაზიარება, ქვიზში ძალების გამოცდა, ტესტის შედეგების ნახვა, გაანალიზება და ასე შემდეგ.


სასიხარულო სიახლე გასული სეზონის კინგსელებისთვის

2026 წლის გაზაფხულის სეზონის აქტიურობისთვის ვარსკვლავები უკვე დაგერიცხა შენს პროფილში - ისინი ამჟამად „გაყინულია“. საკმარისია ამ სეზონზე ნებისმიერ საგანზე დარეგისტრირდე, რომ ისინი „გალღვეს“ და შენს ახალ ვარსკვლავებს დაემატოს.


რისი გაკეთება შეგიძლია ახლავე?

შენ უკვე შეგიძლია გადადგა შენი პირველი ნაბიჯი ამ სეზონზე - დარეგისტრირდე და მიიღო 5 ვარსკვლავი ყოველ საგანზე.

დარეგისტრირდი: აქ



კინგსის გუნდი ვარსკვლავურ სეზონს გისურვებს!