ვამაყობთ, რომ კინგსის ოლიმპიადები, რომელიც 2012 წელს საქართველოს სულ რამდენიმე სკოლიდან დაიწყო დღეს 3 კონტინენტზე და 14 ქვეყანაშია!
კინგსის ოლიმპიადებში დღეს მსოფლიოს მასშტაბით ჩართულია:
20 000-ზე მეტი სკოლა
100 000-ზე მეტი მასწავლებელი
7 000 000-ზე მეტი მოსწავლე
პირველ რიგში, თქვენ ხართ ამ დიდი წარმატების თანაზიარნი
ყველაფერი საქართველოდან დაიწყო და კომპანიის დამფუძნებლები და მმართველი გუნდი სწორედ აქ გაიზარდნენ - თქვენთან ერთად!![]()
კინგსის ოლიმპიადებს 2026 წელს მასპინძლობს: საქართველო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, სლოვენია, სერბეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი, ეგვიპტე, კვიპროსი და ინდოეთი.
14 ქვეყანა მხოლოდ ლამაზი სტატისტიკა არ არის - ეს არის ათასობით გადალახული კრიზისი, კულტურულ თავისებურებებზე დაკვირვება და უცხოური საგანმანათლებლო ეკოსისტემის რთული ანატომიის შესწავლა.
ეს გზა იყო არა მხოლოდ გამარჯვებების საზეიმო აღნიშვნა, არამედ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობაც, რომ საქართველოში შექმნილი საგანმანათლებლო მოდელი კონკურენტუნარიანი გამხდარიყო ევროპასა თუ აზიაში.![]()
ჩვენც, ჩვენი კინგსელებივით, ხშირად ვუშვებდით შეცდომებს, მაგრამ სწორედ ამ შეცდომების ანალიზმა მოგვიყვანა აქამდე. წინ კი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა.
![]()
2026 წლის გაზაფხულის სეზონიდან ქართველ კინგსელებს დიდი, საერთაშორისო მასშტაბის, სიურპრიზები გელით!
კინგსის ადმინისტრაცია წარმატებულ საოლიმპიადე სეზონს გისურვებთ!