კინგსის 2025 წლის შემოდგომის სეზონი რეკორდული რიცხვებით დასრულდა!
ეს სეზონი გამორჩეული აღმოჩნდა არა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ ჩვენი მასწავლებლების, სკოლებისა და პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერით.
2025 წლის შემოდგომის სეზონზე დარეგისტრირდა 77,000 მოსწავლე
25,631 -მა ფინალისტმა მოიპოვა სერტიფიკატი ან დიპლომი
120 -მდე მასწავლებელი დაჯილდოვდა მასწავლებლის ფონდით
90-მა მოსწავლემ მოიპოვა პარტნიორი ორგანიზაციის პრიზები კინგსის და შემეცნებით-გასართობი ბანაკის 100%-იანი დაფინანსება
მიღწეულმა მასშტაბმა საშუალება მოგვცა, 2026 წლის გაზაფხულის სეზონზე მეტი სასიამოვნო სიახლით დაგიბრუნდეთ.
გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა. წელს კინგსის გვერდით იდგნენ წამყვანი კომპანიები:
Tether: კომპანია, რომელმაც მოსწავლეებში ფინანსური ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნა და მათემატიკის ოლიმპიადაზე მთავარი პრიზი - ლეპტოპი დააწესა.
ალტა: რომელმაც 90 გამარჯვებული მოსწავლეებს პრიზები გადასცა და შემოუერთდა მასწავლებლის ფონდს.
ავერსი: რომელმაც გაამხიარულა დაჯილდოების ცერემონია და დაასაჩუქრებს აქტიურ მასწავლებლებს.
სანტე: ტრადიციული პარტნიორი, რომელიც ბავშვებს გემრიელი და ჯანსაღი პროდუქციით ანებივრებს.
ამ სეზონზე, პარტნიორების დახმარებით, კინგსმა შექმნა 20 000 ლარიანი ფონდი, რომელიც სრულად მოხმარდა პედაგოგების მხარდაჭერას:
გაციფრულებული ტესტების არქივი: მასწავლებლებს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცათ საოლიმპიადო ტესტებისა და ამოცანების კრებულები.
წახალისება: 120-მდე ყველაზე აქტიური მასწავლებელი დაჯილდოვდა ფულადი სტიპენდიებითა და პარტნიორების საჩუქრებით.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის გაზაფხულის სეზონზე რეგისტრაცი დაიწყო: რეგისტრაცია
კინგსი გისურვებთ წარმატებულ სეზონს!