2025 წლის შემოდგომის სეზონზე ორი ტიპის სერტიფიკატები თუ დიპლომები გაიცემა, კერძოდ:
ციფრული - რომელსაც მონაწილე მოიპოვებს I უფასო ტურში გამოცხადების შემდეგ და ეტვირთება მოსწავლის პირად კაბინეტში ოლიმპიადის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის მანძილზე
ბეჭდური - რომელსაც მონაწილე მოიპოვებს ფინალში და ეგზავნება შემდეგ სემესტრში სკოლებში
მნიშვნელოვანია, რომ კინგსის განახლებული სერტიფიკატები და დიპლომები, უკვე ცნობადია 10 (7 ევროპისა და 3 აზიის) ქვეყანაში. ესაა ქვეყნები, რომლებშიც კინგსი წარმატებით მოღვაწეობს
ბეჭდური დიპლომების მოპოვების კრიტერიუმები შემდეგია:
ქართული ენა და ინგლისური ენა | ჯილდო |
1-70 ქულა ფინალში | სერტიფიკატი |
71-80 ქულა ფინალში | III ხარისხის დიპლომი |
81 -90 ქულა ფინალში | II ხარისხის დიპლომი |
91 - 100 ქულა ფინალში | I ხარისხის დიპლომი |
მათემატიკა | ჯილდო |
1 - 29 ქულა ფინალში | სერტიფიკატი |
30 - 34 ქულა ფინალში | III ხარისხის დიპლომი |
35 - 44 ქულა ფინალში | II ხარისხის დიპლომი |
45 - 50 ქულა ფინალში | I ხარისხის დიპლომი |