2025 წლის შემოდგომის სეზონი გამორჩეულია პარტნიორების წვლილითაც, რის გამოც უდიდეს მადლობას ვუხდით მათ.
გვჯერა, რომ განათლების მხარდაჭერა ყველაზე დიდი ინვესტიციაა მომავალ თაობასა და ქვეყანაში.
გამორჩეულ მადლობას ვუხდით:
თეზერს, რომ ვაგრძელებთ ფინანსური ცნობიერების ამაღლებას მოზარდებში.
ალტას, რომელმაც კვლავ გამოყო პრიზები ყველა გამარჯვებული მოსწავლისათვის და სკოლების მხარდაჭერისათვის.
ავერსს, რომელიც წლებია, მხარს უჭერს კინგსის საგნობრივი ოლიმპიადებს და ამ სეზონზე დამატებით საჩუქრებს გადასცემს ეროვნული მასშტაბის გამარჯვებულებს.
სანტეს, რომელიც ტრადიციულად ჩვენი პარტნიორია და ანებივრებს ბავშვებს გემრიელი პროდუქციით.
2025 წლის შემოდგომის სეზონზე პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით კინგსმა შექმნა 20 000 ლარიანი ფონდი, რომელიც სრულად მოხმარდება მასწავლებლისთვის ხელშემწყობ აქტივობებს:
დავიწყეთ კინგსის არქივში არსებული საოლიმპიადო ტესტებისა და ამოცანების გაციფრულების პროცესი. საოლიმპიადო კრებულები ელექტრონული სახით მასწავლებლებს სეზონის მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ. კრებულები დაეხმარება მათ საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეების ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
ამასთან, ფონდის სახსრებით ყველაზე აქტიური მასწავლებლები დასაჩუქრდებიან ფულადი სტიპენდიებითა და პარტნიორი ორგანიზაციების საჩუქრებით მადლობის ნიშნად, რომ ზრუნავენ მოსწავლეების კლასგარეშე აქტივობებში მხარდაჭერასა და მათ საოლიმპიადო მზაობაზე.
რეგისტრაცია კინგსის ოლიმპიადაზე
მიმდინარეობს ბმულზე: რეგისტრაცია