2025 წლის გახაფხულის სეზონი ყველაზე მასშტაბური სეზონია კინგსის ისტორიაში.
მადლობას ვუხდით თითოეულ კინგსელს ამ წარმატების ისტორიის შექმნისათვის!
სიხარულით გიზიარებთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებულ პრიზებს, რომლებიც სეზონის ბოლოს საგნობრივი ოლიმპიადის თითოეულ საკლასო კატეგორიაში გამარჯვებულ სამეულს გადაეცემა.
2025 წლის გაზაფხულის სეზონს ტექნიკის უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი ალტა შემოუერთდა!
ალტა მათემატიკის, ქართულისა და ინგლისური ენების ოლიმპიადების I, II და III ადგილოსან კინგსელებს ჯამურად 99 პრიზით დაასაჩუქრებს
I ადგილი
II ადგილი
III ადგილი
უკვე მეორე სეზონია, რაც კინგსისა და Tether-ის მეგობრობა გრძელდება.
Tether მათემატიკის ოლიმპიადის საქართველოს მასშტაბით ერთ საუკეთესო მოსწავლეს ლეპტოპით დაასაჩუქრებს.
კინგსი
ტრადიციულად, მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა გამარჯვებულ სამეულს (სულ 90 მოსწავლეს) კინგსის ბანაკის საგზურით დაასაჩუქრებს.
რა არის კინგსის ბანაკი?
კინგსის ბანაკი არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებული მოსწავლეები მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით.
კინგსის ბანაკში მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა:
🟨 მოხვდეს წარმატებული მოსწავლეების სოციუმში, გაცვალოს მოსაზრებები თანატოლებთან და გაიჩინოს ახალი ინტერესები;
🟨 შეიძინოს გონიერი მეგობრები, რომლებთან მეგობრობაც ბანაკის ფარგლებს სცდება;
🟨 ითამაშოს ინტელექტუალური თამაშები;
🟨 განივითაროს გუნდურობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
🟨 დაკავდეს სპორტული აქტივობებით;
🟨 გახდეს მეტად დამოუკიდებელი და დაძლიოს კომპლექსები;
🟨 გახდეს მეტად თავდაჯერებული;
🟨 განივითაროს ლიდერობის უნარ-ჩვევები;
შეგახსენებთ, მათემატიკის ოლიმპიადის 1-ელი ტური 11 მაისს ჩატარდება. დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია