ფინანსური განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო!

Ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, 


Სიხარულით გაცნობებთ, რომ ამ სეზონზე კინგსი მე-7-დან მე-12  კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ფინანსური განათლების პროექტს განახორციელებს*. 

ფინანსური განათლების პროექტში მოსწავლეების მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია, შესაბამისად პროექტის ყველა ეტაპი მოსწავლისათვის არის უფასო.

🟠 კინგსის გენერალური მხარდამჭერი და პარტნიორი საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ოლიმპიადის ყველა საკლასო კატეგორიის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს შემდეგი არაჩვეულებრივი პრიზებით წაახალისებს:

📱 I ადგილოსნები- პლანშეტი
🎧 II ადგილოსნები- ყურსასმენი
📚 III ადგილოსნები- ბიზნესლიტერატურა


პროექტი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 


🔵 მოსწავლეების ფინანსური განათლების მოდულზე რეგისტრაცია: დააწკაპუნეთ აქ

🔴  მოსწავლეების მიერ სასწავლო მასალის გაცნობა;

🟡  მოსწავლეების მიერ სადიაგნოსტიკო ტესტის დაწერა;

🔵 სფეროს სპეციალისტ სპიკერებთან შეხვედრები;

🔴  სავარჯიშო ტესტების შესრულება;

🟡  ოლიმპიადის მოსამზადებელი ტესტის დაწერა;

🔵 ოლიმპიადა, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება; 


*USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH international-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.


პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა.  

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ისეთ საინტერესო თემებს შეისწავლიან, როგორებიცაა: 

🔵 გაცვლა, გაცვლის საშუალებები და ეკონომიკა


🔴 რა არის ფული? შემოსავალი ფულია?


🟡 რა არის საპროცენტო განაკვეთი? რა არის ინფლაცია?


🔵 ფულის დროში ღირებულება


🔴 სესხება და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები


🟡 ინვესტიცია, როგორც დღეს დათმობილი დოვლათი სამომავლო ხეირის სანაცვლოდ 


🔵 დაზოგვა და დეპოზიტები


🔴 სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში


აღნიშვნას საჭიროებს, რომ პროექტს საფინანსო ინსტიტუტები უჭერენ მხარს: აქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ბანკი.

საქართველოს ბანკი უკვე მე-3 წელია, რაც კინგსის გენერალური მხარდამჭერია და ქმნის ცოდნის მიღების უსაზღვრო/ულიმიტო შესაძლებლობებს.

ყველაზე განათლებული არის ის ადამიანი, რომელმა ისწავლა თუ როგორ და რა უნდა ისწავლოს.

არანაირი ცოდნა არ არის მუდმივი და უცვლელი, მხოლოდ მისი მიღების პროცესი გვაძლევს სიმყარის საფუძველსა და შესაძლებლობას. ამიტომ, განათლებისა და ცოდნის მიღება, ყველა სფეროში, პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. 

ფინანსური დეფიციტით გამოწვეული შედეგები კი ადრეული ასაკიდანვე ხდება თვალსაჩინო, ამიტომ გვჯერა, რომ ეს პროექტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისათვის და უდიდეს მადლობას ვუხდით, როგორც მოსწავლეებს ისე ყველა მხარდამჭერს: მშობელს, პედაგოგებს, პარტნიორებსა და დონორებს.