2023 წლის შემოდგომის სეზონზე რეგისტრაცია დაიწყო!

დაიჯერე, რომ შეძლებ, წარმატების მიღწევას წლის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.

საგნობრივი ოლიმპიადებისა, რომლებიც შემდეგ თარიღებში ჩატარდება:

22 ოქტომბერი - ინგლისური ენა

12 ნოემბერი - ქართული ენა

3 დეკემბერი - მათემატიკა

Რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: დააწკაპუნეთ აქ


Წელს გაქვს შესაძლებლობა, რომ შენი წარმატება გასცდეს საქართველოს ფარგლებს.

ამ სეზონზე იგეგმება ისეთ საერთასშორისო პროექტებში ჩართულობა, როგორებიცაა: Kings International და IEO (მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიადა ეკონომიკაში). 


ასევე სასიხარულოა, რომ წელს კინგსი VII - XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ოლიმპიადას* ჩაატარებს.


გვეამაყება, რომ ჩვენს საგანმანათლებლო საქმიანობას ყოველ წელს წარმატებული მხარდამჭერები ჰყავს. კინგსის გენერალური სპონსორი კვლავ საქართველოს ბანკია, რომელიც ყოველ წელს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს თითოეულ კინგსელს.


ცოდნა ფასობს და ჯილდოვდება.  ოლიმპიადის ფინალისტები დიპლომებით, ხოლო გამარჯვებულები პარტნიორების მიერ დაწესებული გრანდიოზული პრიზებით დასაჩუქრდებიან.

სეზონის ბოლოს კი კინგსის ბანაკი 90 ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს უმასპინძლებს და გააცნობს ერთმანეთს. ვთვლით, რომ კინგსის ბანაკი სივრცეა, სადაც საქართველოს ყველაზე ჭკვიანი ახალგაზრდები ახლოვდებიან და იძენენ მათსავით წარმატებულ მეგობრებს. 


უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს, სკოლას და პარტნიორებს საქართველოში განათლების დონის ამაღლებისათვის, ვინაიდან გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით წარმატება გარდაუვალია.

*USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH international-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა.