ხარ მე-2 კლასელი?

ხარ მე-2 კლასელი? კინგსის აკადემიაში მიღება დაიწყო!

გვსურს გაცნობოთ, რომ 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში თოთოეულ კინგსელს „კინგსის აკადემია“ 
მათემატიკური ლოგიკისა და ინგლისური ენის კურსების სწავლის  საფასურს 120 ლარით დაუფინანსებს!

დაფინანსების მოსაპოვებლად შეავსე ანკეტა და კინგსის აკადემიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდება.

სპეციალურად მე-2 კლასელთათვის დარგის სპეციალისტების ჩართულობით შევიმუშავეთ სასწავლო პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია პანდემიის დროს სასწავლო პროცესში გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრაზე და ახალისებს მოსწავლეებს, ჩაერთონ ჯგუფურ აქტივობებში, თამაშებსა და თანატოლებთან ერთად მსჯელობის პროცესში.

აკადემიაში მიღება:
ამჟამად მეორე კლასელთა მიღება
მიმდინარეობს ორი მიმართულებით:

·         მათემატიკური ლოგიკა - II კლასი

·         ინგლისური ენა -  II კლასი

აკადემიის შესახებ

კინგსის აკადემია აკავშირებს საკუთარ საგანზე შეყვარებულ სპეციალისტებსა და საქართველოს ნებისმიერი კუთხის მოტივირებულ მოსწავლეებს ერთმანეთთან.

აკადემიის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება
სწავლის პროცესი გახადოს მეტად სახალისო და ინტერაქტიული, აჩვენოს მოსწავლეს რომ სწავლა-განათლების მიღების პროცესი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესია და არა საქმიანობა, რომლის კეთებაც ვალდებულებაა.

ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვენერგა სწავლების ინოვაციური, თანამედროვე მიდგომები და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების გამოყენებით სკოლის მოსწავლეებისათვის  ხელი შეგვეწყო ისეთი განათლების მიღებაში, რომელიც ყოველდღიურობაში, სასწავლო დაწესებულებების მიღმა, გამოყენებადია.

კინგსის აკადემიის  თითოეული მიმართულების პედაგოგი საკუთარ განხრაში წამყვან სპეციალისტია და ჩვენი წარსული გამოცდილებით, უმოკლეს დროში, უმაღლეს შედეგებს აღწევმოსწავლეებთან, რითაც ძალიან ვამაყობთ.

ეპიდ. სიტუაციიდან გამომდინარე ამ ეტაპზე აკადემიში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.



რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 577044908 ან

მოითხოვე ზარი და კინგსის აკადემიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდება

 


კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: www.kings.ge/page/academy

სწავლის საფასურის გადახდა წარმოებს, ანგარიშის ნომერზე: GE71BG0000000160886739