კინგსელების წიგნი

კინგსის არსებობის ისტორიაში პირველად შენ შეგიძლია, წიგნის თანაავტორი გახდე.

სწავლობ მე-2დან მე-7 კლასამდე? გიყვარს ამოცანების შედგენა ან საზრიანი შეკითხვების მოფიქრება?

მაშინ სულ მალე პირადი პროფილიდან შეგეძლება შენ მიერ შედგენილი საკითხი მოგვაწოდო, რომელსაც სპეციალურად შედგენილი კომისია შეამოწმებს და ყველაზე გამორჩეულ შეკითხვებს შეარჩევს.

ეს ამოცანა-შეკითხვები შენი ავტორობის მითითებით (სახელი, გვარი, ქალაქი, კლასი) კინგსის წიგნის გვერდებზე აღმოჩნდება. ჩვენი წიგნი კი დიდი ტირაჟით გამოიცემა.

დაუსვი საზრიანი შეკითხვები თანატოლებს და ჩვენთან ერთად იზრუნე მათ განვითარებაზე. გააცანი თავი საქართველოს.

შეკითხვა-ამოცანების შედგენა 3 მიმართულებით არის შესაძლებელი:

  • ·         მათემატიკა
  • ·         ლოგიკა
  • ·         უნარები

ნიმუშები:

მათემატიკა -

ზარმაცა შესვენებაზე ცდილობს, კვადრატული ფორმის საკლასო ოთახის ფართობი იპოვოს.  ის ნახევარი მეტრის ტოლ ნაბიჯებს დგამს. ზარმაცამ კედლის დასაწყისიდან ბოლომდე 10 ნაბიჯი გაიარა და თქვა, რომ საკლასო ოთახის ფართობი უკვე იცის. დავუჯეროთ ზარმაცას თუ უნდა განაგრძოს სიარული?

ინტელექტი -

ანომ დაწერა მიმდევრობა და ეკითხება ვანოს რომელი რიცხვია შემდეგი. ვანომ გამოიცნო. შენ გამოიცნობ?

 4     6     9     6     14     6      ...

A) 6                            B) 17                           C) 19                           D) 21

უნარები -
იპოვეთ ყველაზე კარგი ანალოგია

დნობა: თხევადი
 გაყინვა:

ა ყინული                   ბ. მყარი                      გ. შესქელება              დ. ბიძგი


!ყოველ ამოცანას აუცილებლად დაურთეთ თან ამოხსნაც.

თქვენი ამოხსნები წიგნის ბოლოს დაიბეჭდება და დაეხმარება კინგსელებს ახალი ცოდნის მიღებაში.

 კითხვების მიღება დაწყებულია მოსწავლის პირად პროფილში.