ოლიმპიადები დაიწყო!

გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ ამ რთული ვითარების მიუხედავად კინგსი მაინც აგრძელებს ოლიმპიადების ჩატარებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, შემოდგომის სეზონი უფრო საინტერესო და შემეცნებითი იყოს.

ამ სეზონზე, კინგსის გუნდმა, გადავწყვიტეთ, მივიდეთ მოსწავლესთან კიდევ უფრო ახლოს.

საქართველოს მასშტაბით შევარჩიეთ სკოლები, რომლებშიც ყველაზე დიდი აქტიურობა დაფიქსირდა და ამ სკოლის მოსწავლეები პირველ ტურს მათსავე სკოლაში დაწერენ.

ამას გარდა, სანამ პანდემიის რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ვაგრძელებთ მთელი საქართველოს მოცვას ონლიან ოლიმპიადებით და იმედს, ვიტოვებთ, რომ დისტანციის მოუხედავად, მაინც

შევძლებთ, ვიყოთ თქვენთან ახლოს, რადგან წარმატებაა ის, რაც გვაერთიანებს.

აღნიშვნას საჭიროებს რომ, მშობლების მხრიდან ხშირად გვესმოდა წუხილი, რომ ბავშვები სასკოლო პროგრამას ჩამორჩნენ და ვერ იღებენ სათანადო განათლებას, ამიტომ გვგონია, ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო კომპანიის, როლი მოსწავლის ცხოვრებაში ამ სეზონზე კიდევ უფრო დიდია.

კინგსის გუნდი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და ამ სეზონზე მეტ ყურადღებას ვაქცევთ საგნობრივი ტესტების კომპონენტებად დაყოფას, რათა მოსწავლეს უკეთესი წარმოდგენა შეექმნას სასწავლო მასალის რა ნაწილშია ძლიერი და რა კომპონენტები უჭირს.

გვჯერა, რომ სწორედ ახლაა ყველაზე მნიშვნელოვანი, წავახალისოთ მოსწავლე ჩაერთოს საგანმანათლებლო აქტივობებში და გაიმყაროს ცოდნა სახალისო გზით.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ოლიმპიადის პირველი ტური სრულიად უფასოა, რაც გვაძლევს საშუალებას, მივწვდეთ საქართველოს ყველა მოსწავლეს და მივცეთ მათ მოტივაცია ჯანსაღი კონკურენციის გზით განვითარდნენ.

კინგსის ოლიმპიადების პირველი ტური უკვე მიმდინარეობს!

ყველას გელოდებით და გისურვებთ ჯანმრთელობას !

დარეგისტრირდი ოლიმპიადაზე: რეგისტრაცია

#შენთანახლოს