2020 წლის გაზაფხულის სეზონის შეჯამება

2020 წელს, კორონა ვირუსის გავრცელების გამო, კინგსის საგნობრივმა ოლიმპიადებმა ელექტრონულ რეჟიმში გადაინაცვლა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

ყოველი პედაგოგის, მოსწავლისა თუ მშობლის მხარდაჭერა ჩვენთვის უდიდესი სტიმული იყო, რომ ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარებულიყო და მაქსიმალურად გვეცადა, შეგვენარჩუნებინა საოლიმპიადო მუხტი, რისთვისაც უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყოველ თქვენგანს.

გვიხარია, რომ გამოწვევების მიუხედავად, წელს, 100 000-მდე რეგისტრირებულ კინგსელს, საშუალება ჰქონდა ოლიმპიადის დავალებები სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეესრულებინა.

ჯამში, კინგსის ონლაინ ოლიმპიადებზე 100 000-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა და ოლიმპიადების პირველი ტურის დავალებები შეუფერხებლად შეასრულა.

ასევე მადლობას ვუხდით ჩვენი ფინალების ჩამტარებელ გუნდს, რომელმაც სუპერ ფინალის გამჭვირვალობაზე მაქსიმალურად იზრუნა.

გვიხარია, რომ ამდენი დაბრკოლების მიუხედავად ოლიმპიადის გასული სეზონი შედგა.

კინგსი გისურვებთ ჯანმრთელობას და გელოდებათ ოლიმპიადების ახალ სეზონზე!

პირველი ტური უკვე მიმდინარეობს.

დარეგისტრირდი: რეგისტრაცია