აკადემია

ძვირფასო კინგსელო,
გსმენია კინგსის აკადემიაზე? ესაა სივრცე, სადაც საქართველოს გამორჩეული მოსწავლეები და საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები იყრიან თავს, რათა შეიქმნას საუკეთესო სასწავლო გარემო წინსვლისა და განვითარებისათვის. 

დღეს შენ გაქვს შანსი, გაიარო ტესტირება და ჩაირიცხო აკადემიაში.

ჩვენი მიზანია, აკადემიაში ყველაზე გამორჩეული და მრავალმხრივ განვითარებული მოსწავლეები მოხვდნენ, რომ ამ გარემოში სწავლა კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო იყოს. 

აკადემიის სასწავლო პროგრამა დაგეგმილია იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეებში სხვადასხვა ინტერესების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას.

კინგსის აკადემიაში რამდენიმე სასწავლო კურსია: 
მათემატიკური ლოგიკა III-VI კლასი;
ინგლისური ენა III-VI კლასი;
პროგრამირება IV-XI კლასი;
ციფრული მარკეტინგი VIII-XI კლასი;
აბიტურიენტებისთვის XII კლასი;

სწავლა მიმდინარეობს როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე ონლაინ რეჟიმში,სადაც მოსწავლე ჩართვას საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შესძლებს.

ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა:1 საათი.
ფიზიკურ სივრცეში გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 1-ხელ, თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი.

ჩვენი მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia.
გსურს იყო აკადემიის მოსწავლე? 
მაშ, თამამად გაიარე ტესტი: https://kings.ge/student