ელექტრონული დაფა

კინგსის ელექტრონული დაფისთვის მონაცემების შეგროვება დაიწყო! 

რა არის ელექტრონული დაფა? 

საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კინგსი აღიარების ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. ეს არის  - წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა - ყველაზე დიდი სივრცე, სადაც შეგიძლია თვალი ადევნო საკუთარ, მეგობრებისა და კლასელების მიღწევებს.

საუკეთესო მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე მონაცემები აიტვირთება რეგიონის, ქალაქის, სკოლისა და კლასის მიხედვით, თითოეული შენი წარმატება შენს პორტფელში მოექცევა და დაფაზე შეინახება. შენი მიღწევების შესახებ კი მთელი საქართველო გაიგებს.

ელექტრონულ დაფაზე მოხვედრა და მთელი ქვეყნისთვის შენი წარმატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გინდა? ჯერ კიდევ არაა გვიანი!

ამისთვის შენი ფოტო და პირადი ინფორმაცია უნდა ატვირთო: მონაცემების ატვირთვა