ელექტრონული დაფა

ახალი სიტყვა ქართულ საგანმანათლებლო სფეროში!

საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კინგსი აღიარების ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. ეს არის  - წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა - ყველაზე დიდი სივრცე, სადაც შეგიძლია თვალი ადევნო საკუთარ, მეგობრებისა და კლასელების მიღწევებს.

საუკეთესო მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე მონაცემები აიტვირთება რეგიონის, ქალაქის, სკოლისა და კლასის მიხედვით, თითოეული შენი წარმატება შენს პორტფელში მოექცევა და დაფაზე შეინახება. შენი მიღწევების შესახებ კი მთელი საქართველო გაიგებს.

ელექტრონულ დაფაზე მოხვედრა  მთელი ქვეყნისთვის შენი წარმატების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ნიშნავს, ამიტომ გამოიყენე შესაძლებლობა, ჩაერთე ,,ცოდნის ინდიკატორში“, დაწერე უფასო შემაჯამებელი ტესტი და დაელოდე დარგის ექსპერტების რეკომენდაციებს.  

იყავი ყველაზე პასიურ პერიოდში ყველაზე კარგ ფორმაში და შეხვდი სექტემბერს საუკეთესოდ მომზადებული!

რეგისტრაცია