განვითარების ახალი შესაძლებლობა კინგსელებს!

განვითარების ახალი შესაძლებლობა კინგსელებს! 


კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 

განსაკუთრებით შეიცვალა ჩვენი პატარების ცხოვრების სტილი, შემცირდა მათი როგორც მოტორული, ისე გონებრივი აქტივობები, რაც გამოსწორებას საჭიროებს ყველა შესაძლო ხერხით, რათა ბავშვების განვითარება არ შემცირდეს და პირიქით, გაიზარდოს. 

კინგსის აკადემია, წელს პირველად, გთავაზობთ ონლაინ კურსებს, რათა სახლიდან გაუსვლელადაც კი, ჩვენმა პატარებმა მოახერხონ და განაგრძონ გონებრივი ზრდა, არ ჩამორჩნენ გასული სემესტრის მასალას და მომზადებულები შეხვდნენ ახალ სემესტრს!

აკადემიაში გაწევრიანება მე-3-4-5 კლასელ  კინგსელებს შეუძლიათ:

მათემატიკური ლოგიკის ჯგუფში-კურსის ძირითადი მიზანია, მოსწავლეებში ანალიტიკური და ლოგიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება. ასევე შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება.

ინგლისური ენის ჯგუფში - ინგლისური ენის კურსი აგებულია უნიკალური სასწავლო მეთოდების გამოყენებით, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ ინგლისურის ცოდნა - დახვეწონ გრამატიკა და გაიმდიდრონ ლექსიკა, განივითარონ მეტყველების, მოსმენის, კითხვის და წერის უნარები.

აკადემიაში სწავლა მხოლოდ კინგსელებს შეუძლიათ და ყოველდღე უფრო და უფრო ცოტა ადგილი რჩება, ამიტომ იჩქარეთ! 

მსურველებმა, შეავსეთ  ფორმა: www.bit.ly/smracdm ან დაგვირეკეთ ტელ:577044908