ოლიმპიადების რეიტინგი

2020 წლის გაზაფხულის სეზონზე, კინგსის საგნობრივი ოლიმპიადების მონაწილეთა საყურადღებოდ!

თითოეული მონაწილე, რომელიც იღებს I ხარისხის დიპლომს, ავტომატურად მოწვეულია ოლიმპიადების მესამე, გრანდიოზულ ტურზე. 

ქვემოთ მოცემულ ქულათა დიაპაზონში მოხვედრილი მეორე ტურის შეფასება, არის ოლიმპიადის მესამე ტურზე დაშვების წინაპირობა.

ოლიმპიადის მესამე ტურის (სუპერფინალის) შედეგების მიხედვით მოხდება საპრიზო ადგილების (I,II და III) გამოვლენა. 

თუ რამდენიმე მონაწილის სუპერფინალის შედეგები იქნება იდენტური, ამ შემთხვევაში ყურადღება მიექცევა მეორე ტურის შედეგს, თუმცა ამ შემთხვევაშიც სუპერფინალის შეფასება იქნება პრიორიტეტული.



უფრო კონკრეტულად, მესამე ტურზე მოწვეული არიან კინგსელები, რომლებმაც:

1.    ინგლისური ენის ოლიმპიადაზე დააფიქსირეს:
91- 100 ქულა - და იღებენ  I ხარისხის დიპლომს

 

2.    ქართული ენის ოლიმპიადაზე დააფიქსირეს:

       91- 100 ქულა - და იღებენ I ხარისხის დიპლომს

3.  მათემატიკა
       81-100 ქულა


4. ბუნება
      90-100 ქულა


5. ისტორია
     89-100 ქულა


6. ოლიმპიადა „ინტელექტი“
    41-50 ქულა

 

თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook-სა და Web გვერდს, ოლიმპიადის მესამე ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

წარმატებას გისურვებთ!