კინგსის ლიგა

დააგვირგვინე შენი მიღწევები ოქროს მედლით!

თუ გაქვს კინგსის დიპლომი ან სერტიფიკატი, ამ პროექტში აუცილებლად უნდა ჩაერთო!
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2-9 კლასის მოსწავლეებს.

ჩვენი ოლიმპიადების აქტიურ მონაწილეებს განსაკუთრებულ შანსს ვთავაზობთ - კინგსელი, რომელიც გამოირჩევა თავისი აქტიურობით, შესაძლებლობა ექნება კინგსის მედალოსანი გახდეს!

ჩვენ ვიწყებთ "კინგსის ლიგას", სადაც გაწევრიანებული აქტიური კინგსელები იქნებიან და მხოლოდ თავიანთი უნარებიდან გამომდინარე ოქროს მედლის მოპოვების საშუალება ექნებათ.

კინგსის ლიგა სამ საგანში: ქართულ და ინგლისურ ენებში და მათემატიკაში გაიმართება, მას ერთტურიანი ოლიმპიადის სახე  ექნება და მონაწილე, რომელიც 91-დან 100-მდე ქულას დააგროვებს, სექტემბერში ოქროს მედლით დასაჩუქრდება, 81-90 ქულის შემთხვევაში კი - ვერცხლის.

გამარჯვებული მონაწილეები მედლებს სექტემბერში, საკუთარ სკოლებში მიიღებენ!

ყველაზე აქტიური კინგსელების ოლიმპიადა 30 და 31 მაისს გაიმართება, მოსწავლეს ადგილის დაჯავშნა პირადი პროფილიდან, ან კინგსის წარმომადგენელთან საუბრისას შეეძლება.

შენ შეგიძლია გახდე კინგსის პირველი მედალოსანი!

კინგსის ლიგის საფასური (1 საგნის) 40 ლარი იქნება, მონაწილეობის მსურველებმა, კი, აუცილებლად უნდა შეავსონ ფორმა

ფორმის შევსება