გაატარე 4 დაუვიწყარი დღე კინგსის წარმატებული მოსწავლეების ბანაკში

რა არის კინგსის ბანაკი? 


კინგსის ბანაკი არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებული მოსწავლეები მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით. 

🤾🕺🤸 ადგილი- სადაც კინგსელები აგროვებენ ბევრზე ბევრ ჯადოსნურ და დაუვიწყარ თავგადასავალს.


💛 ბანაკისათვის ყოველთვის ვარჩევთ კომფორტულ სასტუმროს და ისეთ ლიდერებს, რომლებისთვისაც მოსწავლეების ბედნიერება და ჯანმრთელობა პრიორიტეტია.
🫲 ერთი მხრივ, კინგსის ბანაკი მასპინძლობს კინგსის ოლიმპიადების გამარჯვებულ 90 მოსწავლეს, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი შედეგები დააფიქსირეს.
🫱 მეორე მხრივ, ბანაკში 410 და 450 ლარიანი თანადაფინანსების მოპოვების საშუალება აქვთ კინგსელებს, რომლებმაც იაქტიურეს სეზონის მანძილზე. 


კინგსის ბანაკი არის სივრცე:

🟨 სადაც, ბავშვს აქვს შესაძლებლობა, მოხვდეს წარმატებული მოსწავლეების სოციუმში;

🟨 შეიძინოს გონიერი მეგობრები, რომლებთან მეგობრობაც ბანაკის ფარგლებს სცდება;

🟨 ითამაშოს ინტელექტუალური თამაშები;

🟨 განივითაროს გუნდურობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;

🟨 დაკავდეს სპორტული აქტივობებით;

🟨 გახდეს მეტად დამოუკიდებელი;

🟨 დაძლიოს კომპლექსები;

🟨 გაცვალოს მოსაზრებები თანატოლებთან და გაიჩინოს ახალი ინტერესები;

🟨 გახდეს მეტად თავდაჯერებული; 

🟨 განივითაროს ლიდერობის უნარ-ჩვევები;

📯 კინგსის ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ ფორმა, რომელსაც განიხილავს კინგსის ადმინისტრაცია: ფორმა

ბანაკისათვის წელს ორი ლოკაცია შეირჩა, თარიღები და ადგილმდებარეობა კი შემდეგია: 

📍  14 ივნისი - 17 ივნისი წყალტუბო 

📍  28 ივნისი -1-ელი ივლისი ცემი


კინგსის ბანაკის პერსონალი

ბანაკში მოსწავლე ჩვენი გუნდის წევრების ზედამხედველობისა და ყურადღების ქვეშაა. ბანაკში მოსწავლის კომფორტს, შემეცნებასა და სოციალიზაციას ხელს უწყობენ: 

🟧 ბანაკის ხელმძღვანელი

🟧 ხელმძღვანელის თანაშემწე

🟧 საღამოების და ინტელექტუალური თამაშების წამყვანი

🟧 10-მდე ლიდერი

🟧 ტრენერი

🟧 უსაფრთხოების კოორდინატორი

🟧 ექიმი


უსაფრთხოების ნორმები

ტრანსპორტირება:  ვთანამშრომლობთ კერძო კომპანიასთან იურიდიულად დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან ახლავს ტრანსპორტის ტექ. დათვალიერების დოკუმენტი. 

 

უსაფრთხოება ლოკაციაზე: პროგრამის მსვლელობისას პროექტს ჰყავს ცალკე გამოყოფილი პირი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ამას გარდა, თითოეულ მოსწავლეს ჰყავს კინგსის გუნდის თანამშრომელი ლიდერი, რომელიც დღის განმავლობაში არის მოსწავლის გვერდით და პასუხისმგებელია მშობელთან კომუნიკაციაზე საჭიროების შემხვევაში. 


კვება: პროგრამით გათვალისწინებულია მოსწავლის 3-ჯერადი კვება. მრავალფეროვანი, ჯანსაღი მენიუ, მორგებულია სხვადასხვა კვებით გემოვნებაზე. (მენიუში შედის ვეგეტარიანული კერძებიც);

 

დამატებითი საჭიროების ქონის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ და გავითვალისწინებთ. 


დაწვრილებითი ინფორმაცია Ბანაკის აქტივობების, მენიუს, ტექნიკური მხარისა და სხვა დაწვრილებითი დეტალის შესახებ მალე მოგეწოდებათ.


მანამდე კი შეავსეთ ფორმა და დაელოდეთ ჩვენს ზარს: ფორმა