შესაძლებლობა ყველას, ვინც არ ჩერდება

ძვირფასო მშობლებო და კინგსელებო, მოგესალმებით, გვინდა, მოგიყვეთ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს ქართველ მოსწავლეებს აქვთ. 


საქართველოს ბანკი 3 წელია რაც კინგსის ოლიმპიადების გენერალური მხარდამჭერია. 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი თითოეულ ფინალში გადასულ კინგსელს აძლევს შესაძლებლობას,  sCool Card-ის ფასდაკლებით ისარგებლოს. 


იცოდით, რომ ბანკი მრავალ საგანმანათლებლო პროექტს უჭერს მხარს?  მათ შორის, გამოყოფს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტიპენდიებს მომავალში სასურველ უნივერსიტეტში სასწავლებლად.


საგანმანათლებლო პროექტებს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში ახორციელებს და გვჯერა, მათ შორის აუცილებლად აღმოაჩენთ ისეთს, რომელიც თქვენი მოსწავლეების ინტერესებსა და მისწრაფებებს სრულად მოერგება. 


გადადით ამ ბმულზე, სადაც სულ ადვილად იპოვით პროექტს, რომელიც დაგაინტერესებთ.


კინგსის ოლიმპიადის შესახებ სტატია კი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ: ბმული