წარმატება შენს ხელშია!


ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო კინგსის საგნობრივ ოლიმპიადბზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო: რეგისტრაცია 


2024 წლის გაზაფხულის გრანდიოზულ სეზონზე გვჯერა, როგორც არასდროს, რომ წარმატება შენს ხელშია!




სამი საგანი - უსაზღვრო შესაძლებლობები


ოლიმპიადა მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის 3 საგანში: ინგლისურ ენაში, ქართული ენასა და მათემატიკაში საქართველოს 20 დიდ ქალაქში ჩატარდება. 


ოლიმპიადების გენერალური მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი თითოეულ მოსწავლეს უბიძგებს, რომ განვითარდნენ და არ გაჩერდნენ, რადგან შესაძლებლობები უსაზღვროა. 

თითოეულ კინგსელს კი, რომელიც BOG sCoolApp-ით ისარგებლებს, ფინალში ტრადიციულად შეთავაზებები ელოდება.


ოლიმპიადის სტრუქტურა


კინგსის საგნობრივი ოლიმპიადები ორ ტურად ტარდება: 

I ტური:

ინგლისური ენა - 24 მარტი

ქართული ენა -  14 აპრილი

მათემატიკა - 21 აპრილი

ფინალი: 

ინგლისური ენა - 7 აპრილი

ქართული ენა -  28 აპრილი

მათემატიკა - 12 მაისი


კინგსის ოლიმპიადის უპირატესობები

  • ოლიმპიადის ლოკაციაზე მოსწავლეს ხვდება მეგობრული გარემო;

  • მოსწავლე ეჩვევა საგამოცდო სივრცეს;

  • სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას;

  • სწავლობს საკუთარი დროის მენეჯმენტს;

  • საზღვრავს საკუთარი ცოდნის დონეს მთელი საქართველოს მასშტაბით;

  • იღებს წამახალისებელ საჩუქრებს;


Სერტიფიკატი და დიპლომი

ოლიმპიადის ყველა ფინალისტი სეზონის დასრულების შემდეგ იღებს მიღწევის შესაბამის სერტიფიკატსა თუ ხარისხის დიპლომს, რომელსაც ვუგზავნით სკოლაში და საზეიმოდ გადაეცემა. 


Პრიზები

კინგსის ოლიმპაიდაზე მრავალფეროვანი პრიზებია, მათ შორის კინგსის შემეცნებით-გასართობი ბანაკის საგზური 100%-იანი დაფინანსებით, რომელიც 90 გამარჯვებულს გადაეცემა და გრანდ პრიზი - iPhone 14.


ოლიმპიადაზე რეგისტრაცია:

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია
აირჩიეთ სასურველი საგნები და გახსოვდეთ, რომ წარმატება თქვენს ხელშია!


კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს, სკოლას და, რა თქმა უნდა, პარტნიორებს საქართველოში განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნვისა და წახალისებისათვის.