2023 წლის შემოდგომის სეზონის შემაჯამებელი სტატია

🦁 კინგსის 2023 წლის შემოდგომის სეზონი ძალიან ნაყოფიერი, აქტიური, ახალი პროექტებით, ახალი პარტნიორებითა და სამომავლო იდეებით დატვირთული აღმოჩნდა.


🟠 კინგსის მთავარი გენერალური მხარდამჭერი კი ერთგულად იყო საქართველოს ბანკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პროექტების განვითარებასა და საპრიზო ფონდის შექმნაში.

მოდით, შევაჯამოთ, თვალი გადავავლოთ 2023 წლის შემოდგომის სეზონის პროექტებს და 2024 წლის  გაზაფხულის ახალ სეზონსაც ჩვეული მოტივაციით შევხვდეთ.

სწორედ , 2023 წლის შემოდგომის სეზონზე, კინგსმა PH International-თან ერთად USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტით ფინანსური განათლების ოლიმპიადა ჩაატარა. რა თქმა უნდა, აქაც აღსანიშნავია ჩვენი გენერელური მხარდამჭერის საქართველოს ბანკის როლი, რომელმაც გამარჯვებული მოსწავლეებისათვის დააწესა არაჩვეულებრივი პრიზები და დაჯილდოების ღონისძიებაზე საზეიმოდ გადასცა.

პროექტი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით. მისი მიზანი იყო მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდებისათვის ფინანსური საკითხების ირგვლივ ახალი ცოდნის მიცემა და გაღრმავება. ოლიმპიადა გათვლილი იყო მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის.

ფინანსური განათლების ოლიმპიადა წარმატებით ჩაიხურა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთაც გადაეცათ სხვადასხვა სიმბოლური თემატური პრიზები. კინგსმა მსგავსი მიმართულების გამოცდილებაც დააგროვა და სამომავლოდაც გეგმავს ახალი წარმატებული საგრანტო პროექტების განხორციელებას.

როგორ აღვნიშნეთ, შემოდგომის სეზონი ახალი პროექტებით დატვირთული აღმოჩნდა და კინგსმა ჩაატარა საერთაშორისო ოლიმპიადაც, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-2-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. Პირველი შესარჩევი ტური 24 დეკემბერს გაიმართა საქართველოში, ფინალური ტური კი გაზაფხულზე გაიმართება ლიეტუვაში და საქართველოს ორი ნაკრები შეეჯიბრება ლიეტუველ ნაკრებს შესაბამის საგანში. 

პროექტის მიზანი, ცალსახად, ძალიან ნათელი და კარგია. კინგსი ცდილობს კინსგელების წარმატება გაიტანოს საზღვრებს გარეთაც. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა მსგავსი გამოცდილება ადრეული ასაკიდან დააგროვონ. 


რაც შეეხება, ყველასთვის საყვარელი კინგსის აკადემიას, ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას Online მთელი საქართველოს მასშტაბით და 2024 წლის ახალი სასწავლო სემესტრიდან, თბილისში, კვე ახალ ლოკაციაზე ფიზიკურ სივრცეშიც გახნის კურსებს, სადაც მოსწავლეები ისევ სახალისოდ და საინტერესოდ შეისწავლიან მათთვის საყვარელ მოდულს ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და ციფრულ მარკეტინგში. იგეგმება სხვა საინტერესო კურსების დამატებაც, რომლებზეც ინფორმაციას მალე მოგაწვდით.


,,სასკოლო რა? სად? როდის?“ კინგსისა და საქართველოს ინტელექტ კლუბის- რა? სად? როდის? ერთობლივი პროექტი 2023 წლის შემოდგომის სეზონზე უკვე მეორედ ჩატარდა, უდავოდ გახდა ერთ-ერთი საყვარელი პროექტი ყველასთვის მთელი საქართველოს მასშტაბით და, რა თქმა უნდა, 2024 წლის გაზაფხულის სეზონზეც იგეგმება მისი ჩატარება.


კინგსის ლიგა, შემოდგომის სეზონზეც, ჩვეული აქტიურობითა და საუკეთესო კინგსელი მედალოსნების გამოვლენით დასრულდა. 


კინგსის რჩეულთა ბანაკი, რა თქმა უნდა, ყველა დროსა და ყველა სეზონზე რჩება კინგსისა და კინგსელების ყველაზე საყვარელ პროექტად. 2023 წლის ზამთრის ბანაკმა ადგილი ანაკლიაში დაიდო, სადაც დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე დღეები გავატარეთ.


კინგსის საგნობრივი ოლიმპიადები კი, შემოდგომის სეზონზეც გამოირჩეოდა თავისი მასშტაბურობითა და რაოდენობით, რეიტინგული სიის გამოქვეყნებით, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიითა და საუკეთესო კინგსელების გამოვლენის სასიხარულო პროცესით. ამ ყველაფერში კი ჩვენი არაჩვეულებრივი მეგობრები და პარტნიორები დაგვეხმარნენ, რომ ამ სეზონის დახურვის პროცესი და საპრიზო ფონდი ყოფილიყო ღირსეული. 


ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას და სულმოუთქმელად ველოდებით ახალ სეზონს, ახალი შესაძლებლობებით.