კინგსის ბანაკი 2024 - ზამთარი

კინგსის ბანაკი, წლიდან წლამდე, საქართველოს 90 გამარჯვებულ, მე-2-დან მე-12 კლასის მოსწავლეს მასპინძლობს. ამ პროცესის მოლოდინი კი მთელი წლის განმავლობაში საუკეთესოა იმ ემოციებს შორის, რომელსაც განიცდიან, როგორც მოსწავლეები, ასევე კინგსის მთელი გუნდი. 

 აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბანაკის საგზურებზე სპეციალური შეთავაზებით ყველა კინგსელს შეუძლია სარგებლობა, გამარჯვებულ ბავშვებთან ერთად წამოსვლა და დროის გატარება. ამისათვის უნდა შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ ჩვენს ზარს: ფორმა 

 გიზიარებთ ბანაკის ზამთრის ნაკადის პროგრამას: პროგრამა 

წელს რჩეულთა ბანაკი მონატრებულ ანაკლიაში იდებს ადგილს და მოდით მოკლედ მოგიყვებით, ბანაკის უპირატესობებზე:

🤸⛹️🤽 ბავშვობა ბანაკში მაქსიმალურად ბავშვური და დასამახსოვრებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მოსწყდნენ სოციალურ ქსელებს, შეიცვალონ გარემო და ითამაშონ არა ვირტუალურ სამყაროში, არამედ ფიზიკურში. 👌✅ 🧞

ბავშვი იძენს დამოუკიდებლობის უნარს, მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დროებით გამოეყოს ოჯახისა და მეგობრების რეგულარულ ჯგუფს და უქმნის სივრცეს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. საუკეთესო გამოცდილება არის ის, რომ ისინი იძენენ ნდობასა და სანდოობას, რომ მათ შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ თავზე და ასევე წვლილი შეიტანონ რაღაც უფრო დიდსა და განსაკუთრებულში. 🤜🤛🦸🏼‍♂️ 

ბანაკის შესანიშნავი გამოცდილება გულისხმობს ბევრ ახალ მეგობარს, ღიაობასა და პოზიტიურ ურთიერთობებს. ✊👏💫 ბავშვები სწავლობენ განსხვავებების დაფასებას, ბანაკი საშუალებას აძლევს ბავშვს, გაეცნოს და გაიაზროს, ის კულტურული და რეგიონული მრავალფეროვნება, რომლითაც ძალიან მდიდარია საქართველო. გაუზიაროს სხვებს თავისი შეხედულებები და ტრადიციები. 

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, სხვანაირად დაინახოს სამყარო. კინგსის ბანაკში კი იცით, რომ ბავშვები მთელი საქართველოს მასშტაბით იკრიბებიან.  

შეავსეთ ფორმა და დაელოდოთ ჩვენს ზარს: ფორმა